Preloader

ჩვენს შესახებ

შპს „ნამი“ დაარსდა 2005 წელს. მისი პროდუქცია გამოირჩევა, მაღალი ხარისხით. შპს „ნამი“ მინის, სარკისა და რკინის ნაკეთობების წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიაა და სტაბილური ზრდის უზრუნველყოფის გზით მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი, უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებაზეა კონცენტრირებული. კომპანიას მსგავსი ტიპის ბაზარზე ოპერირების ხანგრძლივვადიანი გამოცდილება გააჩნია, ფლობს ცნობილ სავაჭრო მარკას.

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით კომპანია შპს „ნამი“ 2015 წლის დეკემბერისთვის წარმოებას გააფრთოებს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია საკუთარი ნაწარმის რეალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით ახდენს. ამასთანავე, სამომავლოდ აზერბაიჯანისა და სომხეთის სახით მეზობელი ქვეყნების, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ევროპული ბაზრების მასშტაბით საქონლის ექსპორტზე გატანაცაა გათვალისიწინებული.



შპს „ნამი“ ამასთანავე ამზადებს სალაროს დამცავ ბრონირებულ მინებს, ფულის გასაცვლელ ხონჩებს, საცავის ბრონე კარებებს, რკინის კარებებს, ბანკომატის ჯიხურებს, ბანკომატის სამზეურებს(კაზიროკებს), შუშის კარადებს, შუშის ტრიბუნებს. კომპანიას გააჩნია ყველა საჭირო დოკუმენტაცია და სერთიფიკატები ბრონირებულ პროდუქციაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ დიდი ხნის განმრავლობაში ვემსახურებით ბანკებს საქართველოს მასშტაბით:

საქართველოს ბანკი
თი-ბი-სი ბანკი
პროკრედიტ ბანკი
ლიბერთი ბანკი
ვი-თი-ბი ბანკი
ხალიკ ბანკი
ბანკი ქართუ
ფინკა ბანკი
ბაზისბანკი
ზირაათ ბანკი